მობილური პრინტერი

კომპანია Berg-მა მობილური პრინტერი გამოუშვა, რომელიც საიტებზე განთავსებულ მასალებს ვიწრო ქაღალდზე ბეჭდავს. ის იძლევა საშუალებას მომხმარებელმა ამოაპრინტეროს საჭირო მასალა უსადენო ინტერნეტით სარგებლობის შემთხვევაშიც კი. 
კომპაქტურ პრინტერტს მოწყობილობა BERG Cloud Bridge ახლავს, რომელიც ინტერნეტს Ethernet-კაბელით უკავშირდება და მონაცემებს უსადენო არხით Little Printer-ზე აგზავნის.
ამასთან, პრინტერი არ საჭიროებს მელნის გამოყენებას. პრინტერს უკვე აქვს Google-ის მხარდაჭერაც.
ახალი მოწყობილობა 259 დოლარი ღირს.

Advertisements

წიგნი-სუნამო

წიგნების მოყვარულებისთვის პარფიუმერებმა – გეზა შოენმა და გერჰარდ შტაიდლმა სუნამო შექმნეს, რომელსაც ახალგამოცემული წიგნის სუნი აქვს. Image
უცნაური სუნამო ჟურნალ Wallpaper-ის დახმარებით შეიქმნა. მისი სახელი Paper Passion-ია, რაც ქართულად ფურცლის დაუოკებელ ჟინს ნიშნავს.
     Paper Passion-ს არა მხოლოდ სუნი, არამედ შეფუთვაც ორიგინალური აქვს, მისი ყუთი წიგნს ჰგავს, ხოლო შიგნით ამოჭრილ ბუდეში ოთხკუთხა ფლაკონია მოთავსებული. სუნამოს ორიგინალური დიზაინი თავად კარლ ლაგერფელდმა შექმნა.

Image

მას ძალიან უყვარს წიგნები, აქვს დიდი ბიბლიოთეკა და გიჟდება ძველი წიგნების სუნზე. ზუსტად ამ სუნმა შთააგონა ლაგერფელდი ახალი სუმანოს შექმნაზე.  წიგნის ფორმის  სუნამოს  ძველი წიგნის სურნელი  აქვს. 

  ასე რომ, წიგნის მოყვარულებო! დატკბით ახალი სუნამოს სურნელით!

ჟურნალი “საქართველოს ბიბლიოთეკა”

      საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინიციატივით 2001 წელს დაარსდა პირველი ქართული საბიბლიოთეკო ჟურნალი “საქართველოს ბიბლიოთეკა”.

„საქართველოს ბიბლიოთეკა“

 

       ჟურნალი კვარტალში ერთხელ გამოდის.
იგი მრავალფეროვანი შინაარსისაა: საბიბლიოთეკო სიახლეები, ღონისძიებები, პრობლემები, მიღწევები, პროფესიონალის რჩევები, ბიბლიოთეკართა ბიოგრაფიები, მათი მხატვრული შემოქმედება, კრიტიკა, ფოტო-ალბომები და მრავალი სხვა რუბრიკა.


ჟურნალის მთავარი რედაქტორია პროფ. ალექსანდრე ლორია
რედაქცია: გურამ თაყნიაშვილი, გულნარა სტურუა.


 

23 აპრილი-წიგნის საერთაშორისო დღე

არსებობს ერთი არაჩვეულებრივად ლამაზი კალენდარული დღე, როდესაც  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ. ეს ყველაფერი  1923 წლის 23 აპრილს  კატალონიაში დაიწყო. ძველისძველი კატალონიური ტრადიცია ყოფილა: ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ. ცხადია, იმ დღეს მებაღეებსა და ვარდების გამყიდველებს უამრავი მუშტარი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონა – როგორც ჩანს, ამ სფეროში მომუშავე ხალხი ყოველთვის განსაკუთრებით გონებაგახსნილი იყო, – და 1923 წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე, მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ვარდებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს. თავისი  ინიციატივა გილდიამ ძალიან ლოგიკურად დაასაბუთა. ხომ არ იტყოდნენ, წიგნებს ვასაღებთო! ამიტომ გაიხსენეს, რომ 1616 წლის 23 აპრილი მიგელ სერვანტესის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეცაა, და საერთოდაც ხომ შექსპირის გარდაცვალების დღის აღნიშვნა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ კიდევ 1771 წელს გადაწყვიტა!                                        მოკლედ,  მალე საქმე იქამდე მივიდა, რომ თუ 23 აპრილს კატალონიელები დაახლოებით 4 მილიონ ვარდს ყიდულობდნენ, ამ მხარეში ყოველწლიურად გაყიდული წიგნების 10 პროცენტი 23 აპრილზე მოდიოდა. 1995 წელს კატალონიამ იუნესკოს თავისი  შესანიშნავი დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა  და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა – “წიგნის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ახალგაზრდებისათვის კითხვის შესაყვარებლად”            იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28-ე სესიაზე  23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ, 1996 წლიდან კი დაიწყო მისი აღნიშვნა.  გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა. იუნესკოს რეზოლუციაში ნათქვამია: “ვინაიდან წიგნი კაცობრიობის ისტორიაში ცოდნის გავრცელებისა და დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, 23 აპრილი ყოველწლიურად წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ ცხადდება”.

იუნესკოს გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. განსაკუთრებით აქტიური ორი ქვეყანა გამოდგა: ნიდერლანდები, სადაც ამ დღესასწაულს “თეთრი წიგნის კვირეულით” აღნიშნავენ და დიდი ბრიტანეთი, სადაც “წიგნის მსოფლიო დღე” დიდ დღესასწაულად იქცა.

23 აპრილი დღეა, როცა  ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფინება და კაცობრიობა კიდევ ერთხელ იწყებს  მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს. წიგნის მსოფლიო დღედ გამოცხადებით თავის დროზე იუნესკომ, პირველ რიგში, ახალგაზრდებს მოუწოდა წიგნში ეძებნათ სიამოვნება.

წიგნის დღეს ზეიმობენ ავსტრალიაში, კანადაში, ესპანეთში, საბერძნეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, სპილოს ძვლის სანაპიროზე, მოზამბიკში, პუერტო რიკოში, კუბაზე – სად აღარა…

2003 წელს საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე აღინიშნება.  ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში იმართება წიგნის ფესტივალები, საჯარო  კითხვები, წიგნის გამოფენა-გაყიდვები, „ღია კარის დღეები“, ლიტერატურული საღამოები, პრეზენტაციები, ავტორთა იუბილეები.

 

რა არის ბიბლიოთეკა?

ბიბლიოთეკა (ბერძნ. bibliothēkē < biblion – წიგნი და thēkē – საცავი), კულტურულ-საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო დაწესებულება, ბეჭდვით ნაწარმოებთა საზოგადოებრივი სარგებლობის ორგანიზატორი. სისტემატურად კრებს ბეჭდვითს ნაწარმოებებს, იცავს მათ, უწევს პროპაგანდას და გასცემს მკითხველებზე, ატარებს აგრეთვე საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მუშობას.
ბიბლიოთეკა არის სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი და შესაბამისად – ბიბლიოთეკის მაღალ დონეზე ორგანიზება ამ პროცესის ეფექტიანობის ამაღლების უმთავრესი პირობაა”

მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები

გთავაზობთ მსოფლიოს 15 ულამაზეს ბიბლიოთეკას. რა თქმაუნდა ბიბლიოთეკას განსაკუთრებულს ხდის წიგნი, თუმცა ბევრი მათგანი თავად ხელოვნების ნიმუშია და ითვლება ქალაქის ან უნივერსიტეტის ღირსშესანიშნაობად.
დუბლინის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

Lafayette College-ის ბიბლიოთეკა პელსივანიის შტატში – აშშ


ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკა. ეს არის აშშ-ს ეროვნული ბიბლიოთეკა და ყველაზე ძველი ფედერალური სააგენტო (1800 წელი), რომელიც განლაგებულია 3 შენობაში. თაროების და წიგნების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში ითველბა ყველაზე დიდ ბიბლიოთეკად (სულ ინახება 22,19 მილიონი წიგნი)

ბელორუსიის ეროვნული ბიბლიოთეკა მდებარეობს ქ. მინსკში. დაარსდა 1922 წლის 15 თებერვალს. აქ ინახება რუსეთის ყველაზე ძველი პუბლიკაციები და რუსული წიგნების ყველაზე დიდი კოლექცია.



St. Gallen-ის უძველესი ბიბლიოთეკა შვეიცარიაში, სადაც ინახება VIII – XV საუკუნეების 2100 ხელნაწერები, 1650 პირველნაბეჭდი წიგნები, რომლებიც დაიბეჭდა 1500 წლამდე. სულ ბიბლიოთეკაში დაახლოებით 160 ათასამდე ტომეულია შემონახული.


Graz-ის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი – ავსტრია

Geisel -ის სახელობის კალიფორნიის უნივერსიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა, რომელიც მდებარეობს სანდიეგოში

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ჰოლანდიაში. აშენდა არქიტექტურული ფირმის Mecanoo-ს დიზაინით 1997 წელს. ბიბლიოთეკა მდებარეობს უნივერსიტეტის ეზოში. კონსტრუქციის ერთი მხარე იწყება პირდაპირ მიწიდან ასე, რომ შესაძლებელია სახურავზე ასვლა. შენობა დაგვირგვინებულია კონუსური ფორმის ფოლადის სახურავით, რომელიც აძლევს უნიკალურ იერსახეს. ეზოს მხრიდან არსებული კედელი, კი შედგება მთლიანად მიწისაგან.


სტოქჰოლმში მდებარე შვედეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომლის მშენებლობაც დაიწყო 1924 წელს და დასრულდა 1928-ში.

Alexandrina-ს სახელობის ეგვიპტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მდებარეობს ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე ქალაქ ალექსანდრიაში.



ლონდონის მუზეუმში არსებული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი


სოფიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა – ბულგარეთი

11 სართულიანი სიეტლის (აშშ) ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც აშენდა 2004 წელს. ბიბლიოთეკის მთლიანი ფართობი შეადგენს 34 ათას კვ.მ. მოიცავს 1,45 მილონამდე წიგნს, გააჩნია მიწისქვეშა პარკინგი გათვლილი 143 მანქანაზე.


პორტუგალიის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მდებარეობს Coimbra-ს უნივერსიტეტში, აიგო John V-ს მეფობის დროს მე-18 საუკუნეში.


ვანკუვერის, ბრიტანეთის და კოლუმბიის საჯარო ბიბლიოთეკა – კანადა


უცნაური ბიბლიოთეკები

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული წიგნები მომრავლდა, ადამიანები კვლავ ბიბლიოთეკებს ერთგულობენ. მათთვის ახალ-ახალი ბიბლიოთეკები შენდება და ზოგიერთი მათგანი არქიტექტურული შედევრიც ხდება.

გთავაზობთ 8 ყველაზე ორიგინალურ ბიბლიოთეკას.

1. გერმანიაში, მაგდებურგში ბიბლიოთეკა პირდაპირ ღია ცის ქვეშ გახსნეს.

მოდერნისტული და უცნაური ბიბლიოთეკა 488 მეტრიან სკვერზე გაშენდა. პროექტზე მუშაობა 2005 წელს, კომპანია KARO Architekten-მა დაიწყო. ახლა ბიბლიოთეკა ნებისმიერი მსურველისთვის 24 საათის განმავლობაში ღიაა.

მისი ბიუჯეტი 325 000 დოლარია, ხოლო წიგნები მას სხვა ბიბლიოთეკებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შესწირა.

თანამედროვე საჯარო ბიბლიოთეკის სტუმრებს რეგისტრაციის გავლა არ სჭირდებათ, მათ წიგნების კითხვა სუფთა ჰაერზე, პირდაპირ ღია ცის ქვეშ შეუძლიათ.

მკითხველებს ასევე შეუძლიათ არჩეული წიგნი შინ წაიღონ და მის ნაცვლად სხვა დააბრუნონ. ასე ბიბლიოთეკის კოლექცია უფრო მრავალფეროვანი ხდება.

გარდა ამისა, ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ეწყობა ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტები.

2. ბიბლიოთეკა მეტროში

მსოფლიოს მეგაპოლისების მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრების ძალიან ნაწილს მიწის ქვეშ, ანუ მეტროში ატარებს. ამ დროის ყველაზე საინტერესოდ გასაყვანად საუკეთესო ვარიანტი წიგნების კითხვაა. სწორედ ამიტომ არსებობს ნიუ-იოკრში 50th street-ის სადგურზე ბიბლიოთეკა, სადაც ნებისმიერ მგზავრს შეუძლია წიგნი ითხოვოს და მგზავრობის დროს კითხვით შეიქციოს თავი.

3. დაუსრულებელი ბიბლიოთეკა

სტოკჰოლმის საჯარო ბიბლიოთეკა, რომლის პროექტზე არქიტექტორ-დიზაინერი ოლივიე ჩარლზი მუშაობდა, ადამიანს წიგნების დაუსრულებელ თაროებს აგონებს. თაროები შენობის კედლის მთელს სიმაღლეზეა დამაგრებული. მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული და იმისთვის, რომ დაუსრულებლობის ეფექტი კიდევ უფრო გაიზარდოს, თაროიანი კედლების წინ სარკეების დამაგრება იგეგმება.

4. ბიბლიოთეკა ჯუნგლებში

თანამედროვე ბიბლიოთეკები არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, არამედ ჯუნგლებშიც შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ერთი ასეთი ბიბლიოთეკა კოლუმბიაში, ქალაქ მედელინთან ახლოს მდებარე ჯუნგლებში არსებობს. ის მაღალ მთაზე მდებარეობს და დიზაინით ძველი ცივილიზაციისგან დარჩენილ, მიტოვებულ ქალაქს ჰგავს.

5. წიგნების მთა

ნიდერლანდებში, ქალაქ Spijkenissse-ში უცნაურ ბიბლიოთეკას აშენებენ. მას ”წიგნების მთა” ეწოდება. ასეთი სახელი შენობას თავისი ორიგინალური ინტერიერისა და ექსტერიერის გამო ეწოდა. პროექტი კომპანია MVRDV-მა შეიმუშავა. შენობა 10 000 კვ.კმ-ზე განთავსდება და მისი ფასადი მთას დაემსგავსება. ჩანაფიქრის თანახმად, ბიბლიოთეკა მთლიანად შუშის იქნება და შიგნით განთავსებულ თაროებს ყველა გამვლელი დაინახავს.

6. წიგნების თარო კანზასში

კანზასის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის პოვნა ძალიან ადვილია. მისი ამოცნობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ბიბლიოთეკა ქალაქის ცენტრალურ უბანშია განთავსებული. შენობის ფასადის დიზაინი, პირდაპირ გამოხატავს შენობის არსს. ეს გიგანტური თაროა, რომელზეც ის წიგნებია განთავსებული, რომლებიც ყველაზე მეტადაა დაკავშირბეული კანზასთან.

7. ბიბლიო-კურორტი

ზოგიერთ ადამიანს მხოლოდ დასვენების დროს ეძლევა საშუალება წიგნი წაიკითხოს, თუმცა მოგზაურობის დროს, სასურველი წიგნების თან წაღება საკმაოდ რთული პროცესია, ისინი შეიძლება დაზიანდნენ და ამასთან ბარგსაც ამძიმებენ. ამიტომ ტაილანდში ისეთი დასასვენებელი კომპლექსი შექმნეს, რომელიც ბიბლიოთეკის ფუნქციებსაც ითავსებს. დამსვენებლებს შეუძლიათ აუზთან, შეზლონგზე წამოწვნენ და წიგნის კითხვით შეიქციონ თავი, დროგამოშვებით კი საცურაოდ ან წიგნის შესაცვლელად წამოდგნენ.

8. ნიჟარა-ბიბლიოთეკა

ყაზახეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, თუმცა ის უკვე მოხვდა ყველაზე ორიგინალურ ბიბლიოთეკათა სიაში. ბიბლიოთეკა ასტანაში შენდება და მას ნიჟარის ფორმა აქვს. ასეთი დიზაინი არქიტექტორებმა სპეციალურად აირჩიეს. შენობა მთლიანად შუშის იქნება, შესაბამისად, მას მზე უფრო დიდხანს გაანათებს.